ღვინის ინდუსტრია ბევრ ქვეყანაშია განვითარებული: იტალია, საფრანგეთი, ჩილე, არგენტინა და ა.შ; ყველა მათგანი ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარი ღვინის უნიკალურობას და მდიდარ გემოვნურ თვისებებს. ზოგ ქვეყანაში განსაკუთრებული მიკროზონებით იწონებენ თავს. მაგალითად, ფრანგების ბორდო, ბურგუნდია და თუნდაც Champagne ყველასთვის საქვეყნოდ ცნობილია და მათი ღვინის დიდებულებასაც სწორედ მათი საშუალებით უსვამენ ხაზს. იმ დროს, როცა ამდენი ქვეყანა ცდილობს, რომ მსოფლიო ბაზარზე რაღაც განსაკუთრებულით, უნიკალურით და ექსკლუზიურით დაიმკვიდრონ ადგილი, საქართველოს ეს ყველაფერი ბუნებრივად აქვს – კავკასიის ეს პატარა ქვეყანა, ღვინის სამშობლოა და ყველაზე უნიკალური, ქვევრის ტექნოლოგიით აყენებს ღვინოს.

ღვინო პირველად რომ კავკასიის რეგიონში ან მის მიმდებარედ დააყენეს, ამაზე ეჭვები აქამდეც იყო, როგორც ჩვენგან, ასევე უცხოელი მკვლევრებისგან. ადრე ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობდა და თან, კავკასიაში სხვა ქვეყნებსაც ჰქონდათ პირველობის პრეტენზია. შესაბამისად, მეცნიერულად დადასტურებამდე, მხოლოდ სადღეგრძელოებში თუ გაიგებდით ამ ამბით თავის მოწონებას. მრავალწლიანი ძიებისა და არქეულოგიური მასალების კვლევის შედეგად, 2017 წელს, საქართველოს ღვინის სამშობლოს წოდება ოფიციალურად მიენიჭა და ახლა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოში, ღვინოს, ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ანუ 8000 წლის წინ აყენებდნენ.

ეს დასკვნა მეცეს დასკვნა მეცნიერებმა ბევრი მტკიცებულების საფუძველზე გამოიტანეს. ნაპოვნია ქვევრის ტიპის ჭურჭელი, ვაზის ნამარხი წიპწები, ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა და სხვა მტკიცებულებები. ყველა მათგანი ხაზს უსვამს, როგორც იმ პერიოდის სოფლის მეურნეობის მაღალ დონეს, ასევე ცალკეულად ღვინის ტექნოლოგიის უბადლო ცოდნას.

გარდა იმისა, რომ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი სასმელი 8000 წლის წინანდელმა ქართველებმა შექმნეს, სახელად ღვინოც ჩვენი დამსახურებით ჰქვია. ღვინის აღმნიშვნელ სიტყვას თითქმის ყველა ენაში ერთი ფუძე აქვს და როგორც გონივრული ეჭვის საფუძველზე, ასევე უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით და წმინდა ეტიმოლოგიით, მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ღვინოს ინგლისურად „Wine“, იტალიურად „Vino“ და სლავურ ენებზე „вино“, სწორედ ჩვენი ქვეყნის დამსახურებით ჰქვია.

8000 წლიანი ისტორია რომ ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა ესეც ძალიან აშკარა ფაქტია. ღვინო ქართველებისთვის საკულტო სასმელია და სწორედ ამიტომ გვაქვს ყველა ჩვენგანს მის მიმართ განსაკუთრებულად სენტიმენტალური გრძნობები. საქართველოში ღვინოს მხოლოდ სიამოვნების მისაღებად სვამენ. ღვინო ისტორიულად უფრო მეტად მისტიკური და დიდი დატვირთვის მქონე სასმელად აღიქმებოდა და ეს ყველაფერი, როგორც გაქრისტიანებამდე პერიოდში იყო ასე, ასევე მის შემდეგ. ნაკლებად მოიძებნება ისეთი ერი, რომელსაც „ჯარისკაცის მამის“ ვაზის სცენაზე ცრემლი მოადგება, მაგრამ ყველა ქართველი გლეხი, ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც იმ საკულტო ფილმში, გიორგი მახარაშვილი მოიქცა: მოეფერებოდა, ჩაეხუტებოდა და არავის მისცემდა მისი გათელვის უფლებას.

ქართული ღვინის კულტურის განუყოფელი ნაწილია რთველიც, როგორც მოვლენა და არა უბრალოდ მოსავლის მიღება. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში, ოქტომბერს ღვინობისთვეს ვეძახდით. მართალია მას შემდეგ თვეს სახელი შევუცვალეთ, მაგრამ რთველის პერიოდი მაინც განსაკუთრებულ ტრადიციად დარჩა: უამრავი ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც მეღვინეობით საერთოდ არ არიან დაკავებულები, წელიწადში ერთხელ მიდიან ვენახში და საკუთარი ხელით კრეფენ ყურძენს.

როცა სადმე ქართული ღვინო არის ნახსენები, იქ ქვევრზე ლაპარაკიც აუცილებელია. მას ქართველები უკვე 8000 წელია ვიყენებთ და ქართულ მეღვინეობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ასეთი ტექნოლოგია, არსად, არცერთ რეგიონსა და ქვეყანაში არ მოიძებნება: მიწაში მოთავსებული თიხის ჭურჭელი, განსხვავებული დაყენების ტექნოლოგია და შედეგად მიღებული ღვინის სპეციფიური ფერი და გამდიდრებული ტანინიანი არომატები. ქვევრის ტექნოლოგია ღვინის სამშობლოს წოდებაზე არანაკლებად შთამბეჭდავია ღვინის მოყვარულთათვის.

საქართველოს გამორჩეულობა მხოლოდ ქვევრით და ღვინის სამშობლოს წოდებით არ მთავრდება. საქართველოში 530-მდე განსხვავებული ჯიშის ვაზი იზრდება. გარდა იმისა, რომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის 530 უბრალოდ გასაოცარი რიცხვია, ეს ღვინის მრავალფეროვნებაზეც ახდენს გავლენას: ამ ჯიშებიდან საკმაოდ ბევრი, ღვინის დასაყენებლად გამოიყენება და ყველა მათგანს განსხვავებული და განსაკუთრებული გემოვნური თვისებები აქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ შეძლოს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნება და ეს უნდა მოხდეს, როგორც ამ ჯიშების დაცულ ვენახებში მოყვანით, ასევე სხვადასხვა ღვინის დაყენებით და მათი გავრცელებით. „ვინივერია“ ნამდვილად გამორჩეულია ამ საქმეში, რადგან 15-მდე განსხვავებულ ღვინოს აწარმოებს კომპანია და მათი ნაწილი, სწორედ ქვევრში ყენდება.

ღვინოზე და მეღვინეებზე საუბრისას პირველი კახეთი ახსენდებათ ხოლმე და ამის მიზეზი ის არის, რომ კახეთში პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანია ამ საქმიანობით დაკავებული და ღვინოზე და მეღვინეებზე საუბრისას პირველი კახეთი ახსენდებათ ხოლმე და ამის მიზეზი ის არის, რომ კახეთი ყველა რეგიონზე მეტ ღვინოს აწარმოებს. კახეთისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული ღვინის წარმოებით ვინივერიაც არის დაკავებული და ყველა გემოვნების ადამიანის სურვილებს აკმაყოფილებს: ვინივერიის მიერ წარმოებულ კახურ ღვინოებში შეხვდებით, როგორც ქვევრში დავარგებულ ხიხვსა და საფერავს, ასევე მსუბუქი არომატების მქონე კახურ მწვანესა და ქისს.

გამორჩეულია ასევე ქართლიც, რომელიც უფრო მეტად თეთრი ღვინოების მხარეა და ცნობილია ამ მხარეში მოყვანილი ჩინური და გორული მწვანე. სხვათაშორის, ამ ხალისიანი გემოებისა და სასიამოვნო მჟავიანობის სინთეზით გამორჩეულ ღვინოს, ვინივერიაც აწარმოებს.

რა თქმა უნდა, კახეთის დომინანტური პოზიცია ქართულ ღვინის ბაზარზე სულაც არ აკნინებს სხვა რეგიონებს და მათ დიდებულ კულტურას მეღვინეობაში. მათ შორისაა რაჭაც, თავისი ალექსანდროულით, მუჯურეთულით, რაჭული თეთრითა და ცოლიკოურით. ასევე სამეგრელო, თავისი ოჯალეშით. საქართველოს უნიკალურობაც სწორედ ის არის, რომ 530-მდე ჯიში მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გავრცელებული და მათი გამოყენებით, ოდითგანვე, ყველა მხარის წარმომადგენელი საკუთარ ღვინოს, საკუთარი ტრადიციით ამზადებდა.

ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს საქართველოს და ქართულ კულტურას. ამისთვის, მნიშვნელოვანია უმაღლესი ხარისხის მეღვინეობების არსებობა და ქართული ტრადიციული წესით ღვინის წარმოება. ეს სწორედ ის არის, რასაც ვინივერია 2006 წლიდან აკეთებს და მდიდარი გემოებით აოცებს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დეგუსტატორებს. თუ თქვენს გსურთ, რომ ვინივერიის ღვინის განსაკუთრებული არომატები შეიგრძნოთ, შეგიძლიათ ჩვენს კატალოგს გაეცნოთ.

Add Comment