დედულეთი, გორული მწვანე ქვევრი

1465

ღვინო დაყენებულია გორული მწვანისა და ჩინურის ვაზის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია ქართლის რეგიონში, სოფელ მეჯვრისხევში. დადუღებული და დავარგებულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში, ხანგრძლივი მაცერაციით (ქვევრში ყურძნის კანთან კონტაქტით 5-7 თვე). გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით. ხასიათდება კომშის, ატმის და გარგრის ჩირის არომატებით, კარგად გამოხატული ბუკეტით. დაგემოვნებისას შეიგრძნობა რბილი და ხანგრძლივი დაგემოვნება, სასიამოვნო მჟავიანობით. ღვინო ჩამოსხმულია დამუშავებისა და ფილტრაციის გარეშე. რეკომენდირებულია მიირთვათ შემწვარ ხორცთან და დავარგებულ ყველთან ერთად 16 0 C-18 0 C-ზე. შეინახეთ მშრალ ადგილას 5 0 C-დან 20 0 C ტემპერატურამდე.

კატეგორიები: , პროდუქტის ID:2992

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელი

გურაშვილის საოჯახო მარანი

რეგიონი

ქართლი

მოცულობა

0.75