ჩვენს შესახებ

“ვინივერიას” ისტორია 2005 წელს იწყება, როცა კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ქვევრის მარნის მშენებლობას თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. 2006 წელს დასრულდა მარნის მშენებლობა და ჩატარდა პირველი რთველი. ქვევრში ღვინოს ვაწარმოებთ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით.

2008 წელს, მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში ერთ-ერთი პირველი შატოს, „შატო მერეს“ მშენებლობაც დაიწყო და წარმატებით დასრულდა 2011 წელს. 

შატოს ტერიტორიის განვითარებასა და სტუმრების კომფორტზე ზრუნვას დღემდე ვაგრძელებთ. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “შატო მერე” კახეთის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.

ვინივერიას მიერ წარმოებული ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ შატოს მიმდებარე ტერიტორიაზე აგვეშენებინა თანამედროვე ტენოლოგიების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილი ღვინის საწარმო. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ქართული ტრადიციული ღვინის დაყენებისა და მაღალტექნოლოგიური მეღვინეობის სინთეზი.

2014 წლიდან “ვინივერია” მომხმარებელს 15-მდე დასახელების სხვადასხვა ღვინოს სთავაზობს. მათი ნაწილი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, ქვევრში ყენდება, ხოლო მეორე ნაწილი, კლასიკური (ევროპული) ტექნოლოგიით. ღვინოსთან ერთად კომპანია აწარმოებს 2 სახეობა ჭაჭას: კლასიკურს და მუხაში დავარგებულს.

“ვინივერია”გამოირჩევა სტაბილურად მაღალი ხარისხის ღვინით და შეფუთვით, ინდივიდუალური გრავირებული ბოთლით. კომპანიის მიზანია საუკეთესოდ წარმოაჩინოს ქართული ადგილობრივი ყურძნიდან წარმოებული ღვინო და აამაღლოს ქართული ღვინის რეპუტაცია საერთაშორისო ბაზარზე. 

დღეის მდგომარეობით ვინივერიას მიერ წარმოებული ღვინო წარმატებით იყიდება შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, ლატვია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ავსტრალია, შვედეთი, ნორვეგია, რუსეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, აშშ, ყაზახეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი.