საქართველო-უკრაინის ერთობლივი მუსიკალური ტელეპროექტი ”10+10” შატო მერეში დაიწყო. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში ქართველი და უკრაინელი მომღერლები და პროდიუსერები პირველად შატო მერეში შეხვდნენ, სასცენო პარტნიორებმა ერთმანეთი გაიცნეს და რეპერტუარიც შეათანხმეს.
გადაცემები, რომელსაც მომღერალი სოფო ხალვაში გაუძღვება კიევში ჩაიწერება და იგი უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოველ შაბათს გავა.
პროგრამის მონაწილეებმა პროექტის დაწყება ვინივერიის ღვინით აღნიშეს, წყვილებმა ერთად მოახვიეს ხინკლი, გამოაცხვეს თონეში პური და ამოვალეს ჩურჩხელები. სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივმა მაუწყებალმა ფართოდ გააშუქა.
შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.